დაპირისპირება კვირიკაშვილ-კობახიძეს შორის – მმართველი გუნდი “შაბათის კურიერის” მიერ გასაჯაროებული მიმოწერის ნამდვილობას ადასტურებს

ირაკლი კობახიძე

“შაბათის კურიერის” მიერ გასაჯაროებული, კვირიკაშვილი – კობაიხიძის მიმოწერის ნამდვილობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადასტურებენ.

სკანდალური შინაარსის შეტყობინება პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა, სადაც გააკრიტიკა კობახიძის მმართველობის სტილი და ის პარტიის თავმჯდომარის პოზიციის იგნორირებაში დაადანაშაულა.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მოითხოვს ასევე გასაჯაროვდეს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დეპუტატებისთვის მანამდე გაგზავნილი კიდევ ერთი შეტყობინება, სადაც გიორგი კვირიკაშვილი ერთობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

„პრემიერმა უბრალოდ იმ განცხადებების შესაბამისად რაც გაკეთდა, მაგის საპასუხოდ მოიწერა ეგ რომ მისი განცხადების ინტერპრეტირება ხდებოდა სხვანაირად. იყო და მაგას უძღოდა წინ სხვა გზავნილი და ის რატომღაც არ გაამჟღავნა ვიღაცამ. ის მოწოდება ერთობისკენ და თავის შეკავებისკენ. ყველა მხარის მიმართ და ამის ინტერპრეტირება მოხდა და შემდეგ იყო ის გზავნილი, რომ ნურავინ ნუ ცდილობდა იმ გზავნილების ინტერპრეტირებას სათავისოდ.

„ვიღაცეები თვლიან, რომ ვიღაცამ დისციპლინა დაარღვია, ამ საუბარს თუ არ დაამთავრებენ ვიძახი, რომ მათი პოლიტიკური ცხოვრება დასრულება სამუდამოდ.

მე არსად მითქვამს, რომ კობახიძე უნდა გადადგეს. ის ადამიანი თვითონ იძახის, რომ ჩემს გადადგომას 50 ხელმოწერა სჭირდებაო. დაუთვლია კიდევაც. მე ისიც არ ვიცი, რამდენი ხელმოწერა სჭირდება მაგის გადადგომას, სულ არითმეტიკითაა დაკავებული.

არითმეტიკით დაკავებას ვურჩევდი, ჩვენით დაკავდეს , დეპუტატების ურთიერთობის დალაგებით“-აცხადებს ჭიჭინაძე.

“კურიერს” ხელში ჩაუვარდა პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც ქართულ ოცნებაში არსებულ კონფლიქტს ადასტურებს. რამდენიმე მესიჯიდან ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დიდი დაპირისპირებაა.

პრემიერის პერსონალური გზავნილი, რომლის ადრესატიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მმართველი პარტიის დეპუტატების საერთო ჩათში გაიგზავნა. გიორგი კვირიკაშვილი მესიჯში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძესაც, ახსენებს.

პრემიერი მესიჯში კობახიძეს წერს, რომ მისი არცერთი მოსაზრება არ იყო გაზიარებული, რაც მისთვის სამწუხაროა.

კურიერის ინფორმაციით, მიმოწერამდე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ შეკრებაზე დაპირისპირება მოხდა, როდესაც ირაკლი კობახიძემ პრემიერის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ დეპუტატს და გიორგი კვირიკაშვილმა მას ამ დეპუტატისადმი ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

loading…

პოპულარული

"ივანიშვილი ჩოქბჯენიდან არ უნდა ადგეს... ბებიის სკივრიდან ამოღებული იაფფასიანი ტრიუკების იმედი ჰქონდა" - სააკაშვილი პროკურატურის ჩანაწერებზე
„ცდილობენ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას, ნორმალური პარლამენტი რომ გვქონდეს უკვე გადაყენებული იქნებოდა მთავრობა“ - გრიგოლ ვაშაძე 
"ამაზე თქვენ ძალიან მალე პასუხი მოგეთხოვებათ. უხელფასო დამნაშავედ ვარ დანიშნული" - პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული
პრემიერის უარი პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე - კონსტიტუციონალისტები ბახტაძის იმპიჩმენტზე საუბრობენ
„მინდა ვაღიარო მარტო ერთი რამ - ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს“ - შიუკაშვილი სასამართლო პროცესზე
"შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!" - ლალი მოროშკინა გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება
"ბათუმის ერთ-ერთ კერძო ბაღში ბავშვმა ბავშვი მძიმედ დაკბინა... მასწავლებელმა და დირექტორმა ფაქტი მშობელს დაუმალა"
"სკანდალი - ციხის თანამშრომელი, რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო გუგული მაღრაძის დისშვილია"
"თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა"- რა ინციდენტი შეემთხვა საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე
დაწერე კომენტარი