“მილიარდელი ხიხოს მხარდამჭერი ხალხი საჭმლისა და გზის ფულს მე მთხოვს, უარს როგორ ვეტყოდი”

ხაბაზი

ოპოზიციის წარმომადგენელი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გუშინ “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე ჩამოსული საკუთარი ახლობელი გზის და საჭმლის ფულს სთხოვდა. პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ პოსტს: “მეგობრებო, კარგ ხასიათზე ვარ!დაახლოებით 2 საათის წინ, იმერელმა ნაცნობმა ქოცმა დამირეკა (ეროვნული მოძრაობიდან ვიცნობ) და დახმარება მთხოვა, ჯგუფს ჩამოვრჩი, არც გზის ფული მაქვს და თან დილის შემდეგ საჭმელი არ მიჭამია, 20-30 ლარი იქნებ მასესხოო… გახარებული გავვარდი, სესხად არა, ისე გჩუქნი მეთქი ვუთხარი…კი მაგრამ რა გიხარიაო? მკითხავთ ალბათ…ამ ამბავმა ერთი უმაგრესი ადამიანის – გახა ონიანის მონათხრობი გამახსენა. (სამწუხაროდ გახა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი შვილი დამემოწმება)80-იანი წლების მიწურულს გახასთან კარზე ვიღაცამ დააკაკუნა, გახას მეუღლემ გააღო კარი, რაღაც ჩაილაპარაკა და კარები დაკეტა. გახა შეეკითხა ვინ იყოო? ვიღაც რუსი ჯარისკაცი იყო, ფულს მათხოვრობდაო. გახა წამოხტა, გავარდა გარეთ, დაეწია ჯარისკაცს და რაც ფული ჰქონდა მისცა, სახლში რომ დაბრუნდა მეუღლეს უთხრა, რაკი ამ დღეს მოვესწარი რუსი ოკუპანტი სამათხოვროდ მოვიდა, უარს როგორ ვეტყოდი, ეს ნიშნავს საქართველო მალე თავისუფლებას იზეიმებსო…ჰოდა, მეც გახარებული ვარ, რომ იმას მოვესწარი მილიარდელი ხიხოს მხარდამჭერი საჭმლისა და გზის ფულს მე მთხოვს, უარს როგორ ვეტყოდი…P.S. გავაფრთხილე ფბ-ზე დავწერ მეთქი, ჩემი სახელი არ ახსენო და რაც გინდა ის ქენი, ამათი დედაც, მშიერი როგორ დამტოვესო, ჩაილაპარაკა…”- წერს კობა ხაბაზი.

დაწერე კომენტარი