მიკროსაფინანსოები „შავ სიაში“ მოხვედრილ სოც. დაუცველებს ვალს „ქართუს“ გარეშე ჩამოაწერენ

12 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ სოციალურად დაუცველ პირებს ვალებს უსასყიდლოდ ჩამოაწერს.

ამის შესახებ bm.ge-ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ განუცხადა.

„12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი პირების ვადაგადაცილებული და ე.წ. უიმედო სესხების ჩამოწერის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, 12 მისო არ გაყიდის თავის პორტფელზე „ქართუ ფონდზე“ და ამ კატეგორიის მსესხებლებს უბრალოდ, გაუნულებს სესხებს; თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით, კლიენტების რა ნაწილია სოციალურად დაუცველი, ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთ ბაზებს გადაუგზავნიან სოციალური მომსახურების სააგენტოს, რათა სია დაზუსტდეს“, – განმარტა შენგელიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება მოითხოვს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რათა ვალების ჩამოწერის შემდეგ მისო-ები არ დაიბეგრონ.
„შეთანხმება მიღწეულია და რამდენადაც ვიცით, საგადასახადო კოდექსში ეს ცვლილება შევა“, – აღნიშნა ბესო შენგელიამ.

რაც შეეხება იმას, რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ერთვება ე.წ. სესხების განულების აქციაში, რომლის ფარგლებში საფინანსო ინსტიტუტებისგან ვალებს ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ შეისყიდის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოაციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საბოლოო რაოდენობა ჯერ კიდევ არაა ცნობილი.
„მიმდინარე კვირის დასაწყისში 8 მისო იყო თანახმა, მაგრამ მათ კიდევ ემატებიან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ამიტომ პროცესი გაიწელა“, – აღნიშნა მან.

შესაბამისად, ჯერჯერობით, უცნობია იმ მსესხებელთა რაოდენობა, ვისაც ე.წ. სესხების განულება შეეხება და ასევე, სესხების ჯამური ძირი თანხა, რომლის სავარაუდოდ, 9%-საც გადაუხდის საფინანსო ინსტიტუტებს ივანიშვილის ფონდი.

bm.ge/

პოპულარული

"ოპააა კუკური... დაასკდი... 26 წლის ბიჭი მყავს... ეწევა კიდევაც, მაგრამ ტრაკს არ აძლევს... დედა მოტ***ბო თქვენ" - "ოცნების" აქტივისტი ქალები (ვიდეო)
როგორ დააღწია კაზინოს თავი "ოცნების" აქტივისტმა, რომელმაც აქციაზე თვალის ჩაკვრით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი
ნუცა ბუზალაძემ ყველა დაჩრდილა - გოგონას სუპერსექსუალური ცეკვა, რომელმაც უამრავი კომპლიმენტი მიიღო (ვიდეო)
"მითხრა მთლიანად გაიხადეო...ღმერთს ვფიცავარ, რომ დედამ არაფერი იცოდა" - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის შემზარავი დეტალები (ვიდეო)
დაწერე კომენტარი