მითხრა, რომ პოლიცია მოგვსდევს, გვესვრის, შეიძლება არაგვის ხიდიდან გადაგვყარონ – ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულის მეუღლე

გოგო

 ვარკეთილში, სპეცოპერაციისას, ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე, პოლიციის მხრიდან დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბოლოს ქმარს 14 აპრილს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ სამართალდამცველები მისდევდნენ. სახელდება საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, დავით მიქიაშვილის სახლი და გვარიც: 

cyc

“20 დღეზე მეტია ვეძებ ჩემს მეუღლეს. ბოლოს 14 აპრილს დამირეკა ღამის ათ საათზე დაახლოებით და მითხრა, რომ პოლიცია მოგვსდევს, გვესვრის, გვეჯახება, გვიშველეთ, შეიძლება არაგვის ხიდიდან გადაგვყარონ. 
შსს-მ გამოაქვეყნა, რომ 15 აპრილს,  ჩემი მეუღლის მანქანა იყო ტოიოტა პრიუსის მარკის. ამ ტოიოტა პრიუსის მანქანა შეეჯახა გაჩერებულ შკოდას, რომელშიც იჯდა დავით მიქიაშვილი და მძიმედ დაშავდა, მაგრამ რეალურად პრიუსი ვერ დაეჯახებოდა ასე და ვერ ამოატრიალებდა, რადგან პოლიციის უფროსია დავით მიქიაშვილი, ყველაფრის უფლება აქვს როგორც მივხვდი” ამბობს დაკავებულს მეუღლე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი