“მითხრა რას გაარკვევს FBI, რად გინდააო, ჭკუიდან გადამიყვანა, ვუთხარი…”- რას აცხადებს თეონა თამაზაშვილი თამარის მეგობარ ბიჭზე

თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა გოგონას მეგობარი ბიჭის შესახებ ყვება.


თამაზაშვილი აცხადებს, რომ როდესაც ბიჭს აშშ-ს საელჩოსთან აქციის გამართვისა და საქმეში FBI-ჩართულობის მოთხოვნის შესახებ ეატყობინა მისგან ძალიან უცნაური პასუხი მიიღო:


“რამდენადაც მახსოვს ეს ბიჭი ჩემმა ბიძაშვილმა გასვენების დღეს მოიყვანა. ისე ცუდად ვიყავი ამ დღეს არ გამოვსულვარ. აქ მოუყვანია, თამუნას მეგობარიაო და გაუცვნია…დამიმეგობრა სოციალურ ქსელში და “მესენჯერში” გამომიგზავნა რაღაცა რაღაცეები, რომ აი, თვითონ თურმე 19 ივნისს ჩემი გოგონას დაბადების დღ იყო და თურმე მთელი დღე ერთად გაუტარებიათ. ლისზე ყოფილან და თამუნა ვითომ ძალიან ბედნიერი იყო. მე იმის თავიც კი არ მქონდა, რომ გამერჩია მართლა ის იყო თუ “ფოტოშოპი” ….ამ გულჩვილ დედას რომ… ვიფიქრე ჩემი შვილის მეგობარია, სახლში დავიბარე. მოვიყვანე, გავესაუბრე. ისე უცნაურად დაიწყო ამ ბიჭმა ლაპარაკი სასტიკად არ მომეწონა. მერე უკვე წუხელ, რომ გადავწყვიტე საელჩოსთან აქცია, მომწერა როგორ ხარო, რომ ვახსენე აშშ-ს საელჩოსთან უნდა გავმართო აქცია და საქმეში FBI-ს ჩართულობას ვითხოვდით, მომწერა, ეგ რას გაარკვევს და ეგ რად გინდა და გამაგიჟა, ჭკუიდან შემშალა, ვუთხარი მოგზავნილი ხომ არ ხარ-მეთქი. აქეთ ხარ მოგზავნილიო მითხრა. ძალიან გავბრაზდი და დავბლოკე ფეისბუქზე” – აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

დაწერე კომენტარი