“მაჭახელაში” ცეცხლის გაჩენის მიზეზი გამწოვი გახდა

ეიდანზე წუხელ “მაჭახელაში” ხანძარი გაჩნდა.

ცეცლის ლიკვიდირება რამდენიმე საათში მოხდა. ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი რესტორნის სახურავს გაუჩნდა, სადაც საწყობი იყო განთავსებული.

ერთ-ერთი ვერსიით კი, ცეცხლის გაჩენის მიზეზი გამწოვი გახდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

რესტორნის დირექტორის არჩილ მიქანაძის მტკიცებით, „მაჭახელაში“ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

“სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცულია ყოველთვის ჩვენთან, ცეცხლმაქრობი ყოველთვის ადგილზეა ადგილზეა გვაქვს ასევე მილები რომლებიც უბრალოდ გაურკვეველი მიზეზების გამო მოხდა ხანძარი, რომელიც ქარმა გაავრცელა ყველა ის ზომა დაცულია, რომელიც შეიძლება დაცული იყოს სახანძრო ზომებიდან გამომდინარე” – განაცხადა რესტორნის დირექტორმა.

loading…

პოპულარული

ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
პირადობის მოწმობებს დღეიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ გასცემენ
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
დაწერე კომენტარი