“მივახტით რობოტ სოფიას, ტაშს ვუკრავთ, შევციცინებთ ჩამქრალ თოლებში, ლამის სახლში ჩავიწეროთ”

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

“რა საყვარლები ვართ ქართველები, მივახტით რობოტ სოფიას, ტაშს ვუკრავთ, შევციცინებთ ჩამქრალ თოლებში, ლამის სახლში ჩავიწეროთ, მოვემსახუროთ კიდეც…

და აგერ, აქვე, ყურისძირში, სააკაძის მოედანთან, ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკოსების ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლების მოსწავლეებმა (11-15 წლის ბავშვებმა) რობოტები გამოიგონეს და შექმნეს, ყირაზე დადგა “ნასა”, დიპლომს დიპლომზე აძლევენ

ბავშვებს, პირველი ადგილის გარდა სხვა ადგილი არ არსებობს ამათთვის, დანიის პრინცის შვილებს კი ჩვენი ბავშვების გამოგონილი რაკეტა სახლში უნდოდა წაეღო, საკუთარი თვითმფრინავი მაქვს, წაღების პრობლემა არა მაქვს და გამატანეთო… 


ფიზიკოსმა, პროფესორმა დავით სონღულაშვილმა, სასწავლო პროგრამის მიხედვით, სკოლის მოსწავლეებისთვის, აი, იმ ბავშვებისთვის ვინც რეგიონებში ცხოვრობს და ფულიც რომ ჰქონდეთ, ყოველ დღე ვერ ივლიან თბილისში, რეალური და რეალურ-ვირტუალური ამოცანების ლაბორატორია შექმნა ისეთი, უცხოელები გაოგნებულნი არიან – ანალოგი მსოფლიოში არა აქვს!! 


ქართველებმა გამოიგონეს, ქართველებმა! ანალოგი რომ არ აქვს მსოფლიოში ისეთი რამ, აგერ, აქვე, არც თუ ისე შორს ტელევიზიებიდან .
სოფიას პრესკონფერენციაზე მიკროფონები და დიქტოფონები დაიყრება ოხრად, დარწმუნებული ვარ, მე კიდევ ქართველი გამომგონებლების თემას რომ შევთავაზებ ჩვენს მედიას, რეკლამაში გადისო, მააშ …
ვახ, კაცოო, მოდი და ნუ გაგეცინება…
სოფია, სოფია, ეს რა ქმენ გოგოოო…”

 

loading…

პოპულარული

"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს - „არასერიოზულად მივიჩნიე მირზას საუბარი“
"ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან დიდი და სერიოზული თავები უნდა გააგოროს" - გია ხუხაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
„...კი, თავში ჩავარტყამთ...“ - ირაკლი კობახიძე მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერს „წარუმატებელ სპექტაკლს“ უწოდებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი