მთიანი ყარაბაღის სოფლების დატოვებამდე მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებს წვავს

ყარაბაღი

ყარაბაღის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ყარაბაღის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს. 

10 ნოემბრის შეთანხმების მიხედვით, მხარეები, სომხეთი და აზერბაიჯანი, საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. ასევე შეთანხმება აღდამის რეგიონის აზერბაიჯანული მხარისათვის დაბრუნებას მოიცავს, რისთვისაც სომხეთს ვადა 20 ნოემბრამდე ეძლევა.

მთიანი ყარაბაღის სოფლების დატოვებამდე მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საკუთრ სახლებს წვავს, რათა ისინი აზერბაიჯენელებს არ დარჩეთ. იფორმაციას ამიშ შესახებ გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის რეპორტიორი უილ ვერნონი წერს:

“დღევანდელი დღე მთიან ყარაბაღში, სოფელ დადივანკში გავატარეთ. ეს რეგიონი ორ დღეში აზერბაიჯანს გადაეცემა. ბევრი ადგილობრივი ცლის საკუთარ სახლს და მიდის. ზოგიერთმა საკუთარ სახლს ცეცხლის წაუკიდა, რათა ის აზერბაიჯენელბს არ ჩაუვარდეთ ხელში”

დაწერე კომენტარი