,,მთელი ცხოვრება ვამაყობდი ამ არნახული ქართული სილამაზით” – ირაკლი ღლონტი

,,რეფორმატორების” თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს:

მთელი ცხოვრება ვამაყობდი ამ არნახული ქართული სილამაზით, ბევრჯერ, ბევრი ჩემი უცხოელი მეგობრისთვის მაქვს ეს ფოტო ნაჩვენები, ასე ვუხსნიდი რამდენად ლამაზია ქართველი ქალი … ძალიან ვწუხვარ ლიკას გარდაცვალების გამო, მაინც ვიამაყებ, ეს ხომ ნამდვილი იყო და ეს ხომ ჩვენი გენეტიკაა.

სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი ლიკას ოჯახს, ახლობლებს, ასევე მისი სილამაზის და შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს.

მადლობა და ნახვამდის ლიკა 

 

 

loading…
loading…
გააკეთე კომენტარი!