„მთელი ჩემი ცხოვრებაა ეს სკოლა არ მომწონს“ – სიხარულიძე 51-ე სკოლაზე

“ვერაფრით წარმოვიდგენ, რომ რაღაც კლიპის გამო მოხდა დაპირისპირება, ეს ჩემთვის გაუგებარია, თუმცა ერთი რამ გასაგებია, რომ ამ სკოლაში ეს ძალიან ხშირად ხდება. ამ სკოლას რა უბედურება სჭირს, არ ვიცი. ჩემთვის მიუღებელი სკოლა გახდა,” – ასე აფასებს „რეზონანსთან” საუბრისას მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე 51-ე სკოლის „ჰიმნს”, სადაც ე.წ. ქურდული სამყაროა გაშარჟებული და ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ეს ვიდეო გახდა გუშინ მომხდარ შემთხვევაში, მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზიც.

„51-ე სკოლის ჰიმნი” – ამ სათაურით ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ვიდეორგოლში მონაწილეობს კლასის პედაგოგიც.

სიხარულიძე 51-ე სკოლას აკრიტიკებს. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ამ სკოლაში ხშირად ხდება.

„კლიპი არ მინახავს, მაგრამ ნუ გადავაბრალებთ რაღაცეებს 51-ე სკოლაში უბედურებებს, რაც ოდითგანვე ხდება. ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ეს სკოლა ითვლებოდა ვითომ პრესტიჟულ სკოლად და ისედაც, რაც პრესტიჟულად ითვლება, არ მომწონს.

„მომწონს უბრალოება. მე ჩემ შვილს ამ სკოლაში არ მივიყვანდი. ჩემ შვილს მივიყვანდი ისეთ სკოლაში, სადაც უბრალო ოჯახიდან გამოსული ბავშვები სწავლობენ, რომლებშიც არის სინდისი, ნამუსი, პატიოსნება, კეთილშობილება, გოგოებს კლდემამოსილებად ზრდიან და ბიჭებს ვაჟკაცებად. მთელი ჩემი ცხოვრებაა ეს სკოლა არ მომწონს,” – განაცხადა გივი სიხარულიძემ.

ცნობისათვის, გუშინ თბილისში, 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა იჩხუბეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობისთვის დგება.

დაპირისპირებული მოზარდების მშობლები უარყოფენ, რომ ჩხუბი ვიდეოკლიპის გამო დაიწყო. კლიპის გამო დაპირისპირებას უარყოფენ მასწავლებლებიც. ისინი ამბობენ, რომ ბავშვები უბრალოდ მუსიკას უსმენდნენ. თუმცა, 51-ე სკოლის მოსწავლეები ღიად საუბრობენ, რომ დაპირისპირება სწორედ ვიდეო შარჟს მოჰყვა.

რეზონანსი

პოპულარული

ტრაგედია გორში - 2 წლის ბავშვი, რომელსაც მამამ მანქანით გადაუარა გარდაიცვალა
გახარიას დამალული რუსული კვალი - საიდუმლო დოკუმენტები
ივანიშვილი ლევან ვასაძეს აგარაკზე ეახლა - რუსული გრუ-ს ახალი გეგმა საქართველში 2020-სთვის
ბარბარე რაფალიანსის საქმე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი კარტების გახსნას იწყებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი