მთაწმინდის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, 6 მისამართზე, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოედნებზე ევროპული სტანდარტის ხელოვნური ბალახის საფარი მოეწყობა, განახლდება საკალათბურთო ფარები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. პროექტის საერთო ღირებულება 170 000 ლარია.
სპორტულ მოედნებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, რაიონის გამგეობამ, გასულ წელს, 20 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი