მთაწმინდის რაიონში სახურავების შეკეთება მიმდინარეობს

მთაწმინდის გამგეობა, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სამუშაოებს განაგრძობს. ძმები ზუბალაშვილების ქ. №2-ში, არსენას ქ. №32-სა და პ. მელიქიშვილის ქ. №9-ში სახურავების შეკეთება მიმდინარეობს. საცხოვრებელი სახლების სახურავებზე მოეწყობა დამჭერი ხის მასალა, რაზეც ქანობიანი, თუნუქის სახურავი დამაგრდება. შეიცვლება წყალსაწრეტი მილებიც. დაზიანებული სახურავი 1 777 კვ.მ-ზე გამოიცვლება. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 46 456 ლარია გამოყოფილი.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი