მთაწმინდის რაიონის გამგებელმა მიხაი ზიჩის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ, მოადგილესთან მიხეილ გოგოლიძესთან ერთად მიხაი ზიჩის ქუჩა №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა.

cyc

პროექტის ფარგლებში, გამაგრდა სახლის საძირკველი და მოეწყო საყრდენი კედელი.

საცხოვრებელი სახლების გამაგრებით სამუშაოებს რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 90%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, სამუშაოების 10%-ს იხდის.

მიხაი ზიჩის ქუჩა №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 147 377 ლარი გამოიყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ ამ მისამართზე. ფაქტიურად დანგრეული სახლი თავიდან ავაშენეთ. აქ მცხოვრებ ადამიანებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევდათ ცხოვრება. მე მიხარია, ის რომ როცა დრო გავა და ჩემი შვილები მკითხავენ, რა გამიკეთებია ჩემი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ერთ-ერთი პირველი რასაც სიხარულით ვაჩვენებ არის მიხაი ზიჩის №8.“-გელა არჩვაძე.

2016 წელს მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 17 სახლი კაპიტალურად გაამაგრა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი