მთაწმინდის რაიონის გამგეობამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ლიფტი დაუმონტაჟა

შშმ

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, ჭოველიძის ქ. №53-ში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, მაკა ნათელაურს, თანადაფინანასების პროგრამის ფარგლებში ლიფტი დაუმონტაჟა.
დასრულებული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, გელა არჩვაძემ მოადგილეებთან და თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, გიგა სოფრომაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო და აუცილებელი საქმე გაკეთდა, ვინაიდან, მაკას, რომელიც არის საოცრად ნიჭიერი ადამიანი, დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა საშუალება დაუბრკოლებლად გადაადგილებულიყო და ეს პრობლემა ვრცელდებოდა მისი ოჯახის თითოეულ წევრზე. მე ვარ კმაყოფილი, რომ დღეს კიდევ ერთხელ შევხვდი მას და რაც მთავარია, მაკა თვითონ არის განხორციელებული სამუშაოებით კმაყოფილი. მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ამგვარი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.“-განაცხადა გელა არჩვაძემ.
პროექტის ღირებულებამ 32 026 ლარი შეადგინა, საიდანაც ოჯახმა სიმბოლურად, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ღირებულების 1%-ი გადაიხადა.

შავი ჩაი ასკილით

იტვირთება…

პოპულარული

პრინცმა ჰარიმ ქორწილში ის ობოლი ბიჭი დაპატიჟა, რომელიც 14 წლის წინ აფრიკაში გაიცნო (ფოტო/ვიდეო)
სამეფო ქორწილში პრინცესა დაიანას ძმიშვილი ბრწყინავდა - შეუდარებელი კიტის ფოტოები
22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
5 მიზეზი, რის გამოც დუბაის პრინცი არაბული სამყაროს ფავორიტია (ფოტოები)
დაწერე კომენტარი