მთაწმინდის გამგებელი რაიონის მოსახლეობას შეხვდა

მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე, ბიძინა ჩიკვილაძე, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ლ.ასათიანის ქ. №60-ში, რ.თაბუკაშვილის ქ. № 39/8-ში, ბესიკის ქ. №8-ში, თარხნიშვილის ქ. №21-სა და ყიფიანის ჩიხი №3-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, საცხოვრებელი სახლის ამხანაგობის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რას ნიშნავს თანადაფინანსების პროგრამა.
„ყველა იმ მისამართზე, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით, არის პრობლემები სახლის ავარიულობიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანი არის ის, რომ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს, რა შემთხვევაში აქვს რაიონის გამგეობას სამართლებრივი ბერკეტი, რომ განცხადება სახლის ფუნდამენტური გამაგრების შესახებ დაკმაყოფილდეს.“ -ბიძინა ჩიკვილაძე.
თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში სახლის გამაგრების სამუშაოების ღირებულების 90%-ს გამგეობა, ხოლო 10%-ს მოსახლეობა იხდის.
მთაწმინდის რაიონში, ამ დროისთვის 17 მისამართზე მიმდინარეობს სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშოები.

შავი ჩაი ასკილით

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი