მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება

პარლამენტი

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონსა და სხვა კანონებში ცვლილებები დასჭირდება.

შავი ჩაი ასკილით

გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროების ოპტიმიზაცია მოხდება – 18-ის ნაცვლად 14 სამინისტრო იქნება.

ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროები გაერთიანდება.

გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროებს შეუერთდება.

სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო გაუქმდება – უწყების ნაწილი კულტურის სამინისტროს, ნაწილი განათლების სამინისტროს შეურთდება.

ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდება და აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.

კრიზისების საბჭო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო გაერთიანდება.

ეკონომიკის და ენერგეტიკის გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება – პირველი ვიცე პრემიერის თანამდებობასაც შეინარჩუნებს და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობას უხელმძღვანელებს.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა სახელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელს სავარუდოდ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს.

კრიზისების და საგანგებო სიტუაციების გაერთიანებულ უწყებს სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი სავარაუდოდ კახი კალაძის გუნდში გადაინაცვლებს და ვიცე მერის თანამდებობას დაიკავებს.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს.

ცვლილებების შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადონ.

loading…

პოპულარული

"დამხვდა ხამების ჯოგი... მე წავედი, მშვიდობა ყველას..." - რას წერდნენ და რამ გაანაწყენა მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც 65 კილო დაიკლო
"ბავშვი იყო გამოუცდელი და კაციჭამია, სისხლისმსმელმა ვამპირმა შეაშინა... "- რას წერს 16 წლის გოგოს დედა ფეისბუკზე
თურქული კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი საბერძნეთში ისვენებს - ბურაკ ოზჩივითის და ფაჰრიე ევჯენის რომანტიული არდადეგები (ფოტოები)
"ჩვენი სხეული ჩვენს შესარცხვენად არ გამოდგება, გოგოებო... ფერიცვალებას გისურვებ, სისხლისმსმელო მოდგმავ"- ნათია ფანჯიკიძე
დაწერე კომენტარი