“მთავარი მიზანია, მალხაზ კობაური გაუპატიურების და მკვლელობის კუთხით იყოს გამართლებული” – რა ეტაპზეა მწყემსის საქმე

კობაური

სმი­ტე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე უკვე 14-დან 12 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლია შერ­ჩე­უ­ლი, – ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სმი­ტე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის ად­ვო­კატ­მა, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მარ­ტის პირ­ველ რი­ცხვებ­ში და­ი­წყე­ბა.

„თით­ქმის და­ვას­რუ­ლეთ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა, 14 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი­დან შე­ვარ­ჩი­ეთ 12, თუმ­ცა ვა­პი­რებთ, რომ კი­დევ 3 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი შე­ვარ­ჩი­ოთ, ვი­ნა­ი­დან ერთ-ერთ შერ­ჩე­ულ ნა­ფიც მსა­ჯულს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, და გვსურს თავი და­ვი­ზღვი­ოთ. ეს რთუ­ლი პრო­ცე­სია. და­ახ­ლო­ე­ბით 1000 კაცი იყო და­ბა­რე­ბუ­ლი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და აქე­დან მხო­ლოდ 12 შე­ვარ­ჩი­ეთ. სა­სა­მარ­თლო­ზე მსჯე­ლო­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, წავა იმა­ზეც, თუ რა­ტომ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა მან პო­ლი­ცი­ას, ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს ამა­ზეც მო­უ­წევთ მსჯე­ლო­ბა. დაც­ვის მხა­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და მკვლე­ლო­ბის კუ­თხით იყოს გა­მარ­თლე­ბუ­ლი.

აშშ-ს სა­კონ­სუ­ლომ გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს და­ეს­წროს, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. ეს იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მათ სჯე­რათ ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტე­ბის. მე მი­ვი­ღე სა­კონ­სუ­ლოს­გან თან­ხმო­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ აპ­რილ­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბი აშშ-ში. მე რა­ი­ან სმი­ტის ძმას ვე­სა­უბ­რე და ის მზად არის შემ­ხვდეს”, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 19 წლის მწყემსს, მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრალ­დე­ბა და­უმ­ძი­მა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ბა­ურს ბრა­ლად შე­ე­რა­ცხა ლორა ჯოი სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მისი მკვლე­ლო­ბა. მა­ნამ­დე მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლი ედე­ბო­და რა­ი­ან მა­იკლ სმი­ტი­სა და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის ქე­ლებ ის­მატ სმი­ტის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლად ედე­ბა სამი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბი­სა და და­ფარ­ვის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ, აგ­რეთ­ვე ლორა ჯოის სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, და­ნა­შა­უ­ლე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ“, მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას თექ­ვსმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პოპულარული

თხის რქის პერიოდი დაიწყო - რა გელოდებათ მომდევნო ერთ თვეში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
"არ ჩამოხვიდეთ 14 დეკემბერს თბილისში! მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი წინააღმდეგია ამ ღონისძიების" - 20/30 იანელების საგანგებო განცხადება
რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური ინფორმაცია
ივანიშვილის შეტევა პატრიარქზე - "ოცნების" დეპუტატმა უმრავლესობა სკანდალური განცხადებით დატოვა
დაწერე კომენტარი