“მთავარი დამნაშავე არის დედა-შვილი, კაცი წყობიდან გამოიყვანეს…”-გახმაურებული საქმის ხმაურიანი დეტალები

ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, ვე­ფხია ბაქ­რა­ძის მტკი­ცე­ბით, ის მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის­გან თავს იცავ­და.

ბრალ­დე­ბულს მისი ბრალ­დე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი პო­ზი­ცია აქვს და და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გარ­და, არც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ნა­წილს აღი­ა­რებს.

რო­გორც  ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, თე­ი­მუ­რაზ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილ­მა გა­ი­წია ბაქ­რა­ძის­კენ და­ნით, თუმ­ცა ბრალ­დე­ბულ­მა მოკ­ლულს დანა წა­არ­თვა, მკვლე­ლო­ბა კი ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბის დროს ჩა­ი­დი­ნა. ვე­ფხია ბაქ­რა­ძის ად­ვო­კა­ტის თქმით, და­ნა­შა­უ­ლი მოკ­ლუ­ლი­სა და მისი დე­დის მი­ე­რაა პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი.

“და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას არც გან­ზრახ­ვა არ ყო­ფი­ლა და არც სი­სას­ტი­კე. რაც მოხ­და მოკ­ლუ­ლის დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ფულს არ­თმევ­და მუდ­მი­ვად ვე­ფხია ბაქ­რა­ძეს დე­და­მი­სი, ასე­ვე ღა­ლა­ტობ­და… მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე არის დედა-შვი­ლი. კაცი წყო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და შე­უქ­მნეს პი­რო­ბე­ბი, რომ ასე მომ­ხდა­რი­ყო”, – გა­ნა­ცხა­და თე­ი­მუ­რაზ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდს, ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის თვალ­წინ არ მომ­ხდა­რა.

“ბავ­შვე­ბი ცალ­კე ოთახ­ში გა­იყ­ვა­ნა. გა­მო­რი­ცხუ­ლია მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში ბავ­შვე­ბი იქ ყო­ფი­ლიყ­ვნენ. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნას, მან წინა დღეს აი­ტა­ნა სახ­ლში დანა, რად­გან რა­ღა­ცის­თვის სჭირ­დე­ბო­და. ეს დანა აიღო თავ­და­პირ­ვე­ლად იმ გო­გომ. რომ მი­ე­მარ­თე­ბო­და მის­კენ, ვე­ფხია ბაქ­რა­ძემ წა­არ­თვა მას ეს დანა. ამის შემ­დეგ ამ­ბობს, რომ ჩხუ­ბით და ძიძ­გი­ლა­ო­ბით აღ­მოჩ­ნდნენ სა­ა­ბა­ზა­ნოს­თან და ამის შემ­დეგ რა მოხ­და, აღარ მახ­სოვ­სო. გონ­ზე რომ მო­ვე­დი, მერე წა­ვე­დი სახ­ლი­და­ნო”, – აღ­ნიშ­ნა ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა.

თე­ი­მუ­რაზ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­ფხია ბაქ­რა­ძეს აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა ზე­წო­ლით და ძა­ლა­დო­ბით მი­ა­ცე­მი­ნეს.

“ცემა-ტყე­პით რა და­ა­წე­რი­ნეს, კაც­მა არ იცის. ის ახალ ჩვე­ნე­ბას მის­ცემს სა­სა­მარ­თლოს და იტყვის სი­მარ­თლეს, რაც იყო”, – გა­ნა­ცხა­და მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ და აქვე დას­ძი­ნა, რომ სა­სა­მარ­თლო­ში დაც­ვის მხა­რე და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას ითხოვს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილს ყელი გა­მოჭ­რეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ 14 აპ­რილს, მოკ­ლუ­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე თე­ლეთ­ში და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კი­დევ ერთი პირი თე­მურ ბაქ­რა­ძე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 15 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“ინტერპრესნიუსი”

loading…

პოპულარული

პრემიერის უარი პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე - კონსტიტუციონალისტები ბახტაძის იმპიჩმენტზე საუბრობენ
რუსთავში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა - მამაკაცის მდგომარება უმძიმესია
კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის უფლებაა, მთავრობას სხდომი ჩანიშვნა მოსთხოვოს - "სამწუხაროდ, ბახტაძეს და მის წინამორბედებს არ აქვთ გათავისებული რა არის სახელმწიფოებრივი საკითხები"
„ის რუსულ პროპაგანდასა და კრემლზე მუშაობს“ - ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი სალომე ზურაბიშვილზე
„ოცნების“ საარჩევნო რეპრესიები - საბავშვო ბაღების პედაგოგებს აიძულებენ, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ და შემოხაზულ ბიულეტენს ფოტო გადაუღონ
"შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!" - ლალი მოროშკინა გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება
"ბათუმის ერთ-ერთ კერძო ბაღში ბავშვმა ბავშვი მძიმედ დაკბინა... მასწავლებელმა და დირექტორმა ფაქტი მშობელს დაუმალა"
"სკანდალი - ციხის თანამშრომელი, რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო გუგული მაღრაძის დისშვილია"
"თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა"- რა ინციდენტი შეემთხვა საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე
დაწერე კომენტარი