მე-13 დღეა 20 წლის თამარ ხუციშვილს ეძებენ – ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა გაიტაცეს

მე-13 დღეა უშედეგოდ ეძებენ სოფელ ნაფარეულის მკვიდრ 20 წლის თამარ ხუციშვილს. ის 30 დეკემბერს გაუჩინარდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა უცნობმა მამაკაცმა გაიტაცა.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება უკვე დაწყებული აქვს. თუმცა, ოჯახისთვის რაიმე ახალი დეტალი ამ დროისთვის კვლავაც უცნობია.

“კი, გოგონა გატაცებულია, მაგრამ გამტაცებელს არ ვიცნობთ. როგორც ჩანს, გოგონა მოატყუეს და მოტყუებით ჩაისვა იმიტომ, რომ იმას გადაწყვეტილი რომ ჰქონოდა, ასე არ წავიდოდა, დედას რაღაცას მაინც ეტყოდა, იმიტომ, რომ არ უმალავდა დედას არაფერს,“ – განაცხადა თამარ ხუციშვილის დეიდამ თეონა კუმალაშვილმა.

loading…
გააკეთე კომენტარი!