რუსმა ოკუპანტებმა მე-12 კლასელი გაიტაცეს

მავთულხლართი

სოფელ ჭვრინისში მცხოვრები ტატო ხარაზიშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა არასწრულწლოვანი გაიტაცეს.

როგორც ოჯახი აცხადებს, ტატო ხარაზიშვილი, საოკუპაციო ზოლის ახლოს გადაადგილდებოდა. მათივე ინფორმაციით, მე-12 კლასელი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

გატაცების ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. შესაბამისად, შს სამინსიტრო ვერ ადასტურებს, რომ დაკარგული ბიჭი ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.

დაწერე კომენტარი