„მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე? … ბოლომდე მწირავენ“ – მირზა სუბელიანი

ბიძინა ივანიშვილი-მირზა სუბელიანი

სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები – მთავარმა პროკურატურამ დღეს კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც უწყების განმარტებით 6 ივლისს არის ჩაწერილი.

საუბარში კვლავ მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მონაწილეობენ. სუბელიანი აცხადებს, რომ „მას ბოლომდე სწირავენ“:

„მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ? ბოლომდე მწირავენ. ვზივარ სამარტოო საკანში და ლამისაა გამ…ე. სასამართლო რას გადაწყვეტს?! მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირო?! არ არის ეს სწორი… გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მეც ვნახავ, შენც და ყველა… გამწირეს და რას მეუბნები, არ არის ასე? მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე“, – ამბობს სუბელიანი.

ვიქტორ ჯაფარიძე პასუხობს: „შენ პირობა მიიღე იმაზე, რომ არავინ დაგჩაგრავდა. ვიცი რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს არავინ მოგცემს, რომელი მოსამართლე, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი“, – ეუბნება ჯაფარიძე სუბელიანს.

loading…

პოპულარული

თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
"ოცნების" ყველა შიდა კვლევით გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს 12%-იანი უპირატესობით იგებს!"- რას გეგმავს ხელისუფლება
დაწერე კომენტარი