მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხი – ქარდავას პასუხი ლავროვსა და ზახაროვას

ქარდავა

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა სერგეი ლავროვისა და პრესსპიკერ მარია ზახაროვას შეურაცხმყოფელ განცხადებებს პასუხობს. შესაბამის პოსტს იგი ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ოდესმე ყველას მოუწევს პასუხის გაცემა:

“მე განვახორციელე თავდასხმა სერგი ლავროვზე. მე მოვკალი ტატუნაშვილიც, ოთხოზორიაც, ბაშარულიც, კვარაცხელიაც, 2008 წლის ომში 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. მე დავჭერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2232 სამოქალაქო და სამხედრო პირი. მე დავიწყე ომი. მე და ჩემი კოლეგები ვართ ბორდერიზაციის, ჩაკეტილი გადასასვლელების და ჰუმანიტარული კატასტროფის შემქმნელები. როგორც კიბერშეტევის დროს, ყველაფერში პომპეო და მისი ანტირუსული რიტორიკაა დამნაშავე. კიდევ ერთხელ ნაწყვეტი ტატუნაშვილზე მომზადებული დასკვნიდან:

“წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები. წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი. უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ”.

მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ. ქალბატონო მარია და ბატონო მინისტრო, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა… არაუშავს! “

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ჟურნალისტები “ყოველგვარ ღირსებადაკარგული ქალები” იყვნენ და ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა “საცოდავი სანახაობა” იყო.

“იცით რა უნდოდათ? შეუძლებელია ამის დაჯერება! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში. ეს უკვე გონების დაბინდვაა, ამდენად დამოკიდებული გაიხადო თავი სხვა ქვეყნის მთავრობის ჩასვლის ან არჩასვლის გამო”, — წერს ზახაროვა ირონიულად.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა დღეს, 25 თებერვალს მიაყენა. “თქვენ ავადმყოფები ხართ გოგოებო” — უთხრა მან ჟურნალისტებს, რომლებიც კითხვას უსვამდნენ საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალზე ჩამოსვლის შესახებ.

პირველი არხის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ლავროვის დაცვა და მისი თანმხლები პირები აგრესიას გამოხატავენ და დასცინიან ჟურნალისტებს. დაცვის წევრები იშორებენ მათ, ლავროვის თანმხლები ქალი კი კამერებს ხელს აფარებს.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალი დაიგეგმა გაჩნდა მთავარი კითხვა — ვინ ჩამოვა რუსეთიდან. აქამდე, რუსეთის დელეგაციას მინისტერიალზე ლავროვი ხელმძღვანელობდა, თუმცა მისი საქართველოში ჩამოსვლა პრობლემურია. მას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.

რუსეთის საბჭოს სენატორმა, გრიგორი კარასინიმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, მინისტერიალზე ლავროვი არ ჩამოვიდეს, რადგან საქართველოში საზოგადოება აღელვებულია. სწორედ, ამ საკითხის გარკვევას ცდილობდნენ ქართველი ჟურნალისტები.

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის დელეგაციას უმასპინძლებს, თუნდაც ამისთვის კანონისთვის “გვერდის ავლა” გახდეს საჭირო. მისი თქმით, ქვეყანა “ქართულ სტუმართმოყვარეობას” გამოავლენს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ “ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის”. როგორ აპირებს ამას, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.

loading...

პოპულარული

"როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე მივვარდე ეზუგბაიას, ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი გავუკეთო" - ნინა სუბლატი
ვინ შესწირა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდს 1 მილიონი ?!
ქართული ოცნების დეპუტატი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა, მოსახლეობას ხვდებოდა და ტაძარშიც ეზიარა - რუსთავში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს
COVID-19-ის ონლაინ ტესტირება: Mydoc.ge-ზე შეამოწმე შენი თავი კორონავირუსის რისკებზე WHO და CDC გაიდლაინების მიხედვით
დაწერე კომენტარი