” მე საერთოდ მე არ ვარო…გამაღვიძეთ ცუდი სიზმარი ვნახე” – ხიდაშელი პრეზიდენტზე

თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება:

“მოსამართლეები არ ეხება; კონსტიტუციაში უფლება რომ დარჩენილიყო, არ ვიცი, კარგიაო? ბევრი პასუხისმგებლობა მექნებოდაო; უმაღლეს იუსტიციას ახლა ვეცნობიო; კონსტიტუციაში რამე თუ გასასწორებელია, არ ვიცი, არ მკითხოთ, რასაც გადაწყვეტს კანონმდებელი, დავემრჩილებიო; საფრანგეთი მარჩენს, თქვენი არაფერი მინდაო; უკრაინის ავტოკეფალია ძალიან სენსიტიური საკითხიაო, არა მგონია, საპატრიოარქოზე უკეთ ვიცოდე ეს ამბავიო, და თქვენ იცით, რატომაც ვერ მივულოცავო;

პოლიტიკოსი აღარ ვარო; მე საერთოდ მე არ ვარო; და ამასობაში ის ზუსტად იცის, რომ სიტყვის თავისუფლებაა ცუდია და შესაზღუდია და კი არ აქვს არაფერზე აზრის გამოთქმის უფლება, მათ შორის არც კონსტიტუციაზე, ხალხის არჩეულს თავი პოლიტიკოსი არ ჰგონია და საკუთარი თავიც დაუკარგავს ამასობაში, მაგრამ ამ თემაზე შრომას არ დაგზარდებით და ავლაგმავ დემოკრატიის ნარჩენებსო. გამაღვიძეთ ცუდი სიზმარი ვნახე!”, – წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
რა უთხრა ადვოკატს 4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედამ
დაწერე კომენტარი