“მე რომ სტუდენტი ვიყო, ხელისუფლების ორგანიზებულ არცერთ კონცერტზე არ წავიდოდი” – არჩილ გამზარდია

არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

მე რომ სტუდენტი ვიყო, ხელისუფლების ორგანიზებულ არცერთ კონცერტზე არ წავიდოდი და მინიმუმ ეს იქნებოდა ჩემი პროტესტი დღევანდელი მმართველი ძალის მიმართ.

ასეთ დროს ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარტია, იღებთ თუ არა მათთან ერთად მონაწილეობას პროტესტში. თქვენი უფლებაა არცერთ მათგანს არ აყვეთ, მაგრამ თქვენი ვალდებულებაა არ მისცეთ ძალაუფალთ თქვენი დამორჩილების საშუალება, მინიმუმ იმით მაინც, რომ არ აყვეთ დიქტატორ ხელისუფლებას და არ შეუსრულოთ ზრახვები,

ამას გეუბნებით, როგორც ლექტორი, რომელიც ლექტორობის აგერ უკვე მე-14 წელს მოვითვლი.

წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს.

პოპულარული

"ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ჩემი ხათუნა" - ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ფოტო საავადმყოფოდან
“რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია…” – ია ტომაში დუმილს არღვევს
ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ეყოლება
"გახარიამ ბახტაძის კადრების წმენდა დაიწყო"- ოპოზიცია
დაწერე კომენტარი