“მე რომ იცოდეთ “ნაციონალებს” გზას არ ვუთმობ”-ნინი ქარსელაძის ცელქობა ოზურგეთში

ოზურგეთში დასრულებული მერობის არჩევნების მეორე ტურში და მის შემდეგ, სარამოს, ქალაქი გადატვირთული იყო ათეულობით, ნაირნაირი ჯიპებითა და “შკოდებით”. ამ მანქანებში მსხდომი ადამიანები ხშირ შემთხვევაში გამომწვევად იქცეოდნენ და ფეხით მოსიარულეებს სხვადასხვა შინაარსის “რეპლიკებს” ესროდნენ.

“ბურჯანაძის” პარტიის ადგილობრივი ლიდერი, თამარ ნადირიძე, არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბიდან ფეხით, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიისაკენ მიდიოდა, სადაც შარაშენიძის მომხრეები იყვნენ შეკრებილნი:

“როცა, ჭავჭავაძის ქუჩაზე  “ზებრაზე” გადავდიოდი,ჩემი მიმართულებით მომავალმა შავი ფერის “ჯიპმა” სიჩქარეს მოუმატა და მთელი სისწრაფით ჩემსკენ გზა განაგრძო. მე მეგონა რომ ეს სპეცსამსახურების მანქანა იყო, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში სულ დაგვსდევდა და მარცხენა ხელით ვანიშნე რომ გზა ჩემი იყო და არ გავჩერდებოდი. ის იძულებული გახდა გაჩერებულიყო, როცა ჩავუარე ფანჯარა ჩამოწია დაახალგაზრდა გოგონამ, რომელიც ვიცანი ნინი ქარსელაძე იყო გადმომძახა:”ისე რომ იცოდეთ “ნაციონალებს” გზას არ ვუთმობ ქალბატონო!” და მთელი სისწრაფით ადგილიდან გამომწვევად დაძრა მანქანა”-იხსენებს ნადირიძე “გურიის მოამბესთან” საუბრისას.

ნინი ქარსელაძე თავის მეგობრებთან ერთად ოზურგეთის მეორე ტურის არჩევნების დღეს გურიის ადმინისტრაციულ ქალაქში მმართველი პარტიის მიწვევით იმყოფებოდა, რატა მეორე ტურის დასრულების შემდეგ “ოცნების” კანდიდატის, ბეგლარ სორიძის გამარჯვების აღსანიშნავ სახელდახელო კონცერტში მიეღო მონაწილეობა.

თუმცა “ოცნების” კანდიდატის დამარცხების გამო კონცერტი ჩაიშალა.

“გურიის მოამბე”

loading…

პოპულარული

"ყველა ვინც შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს იქნება დასჯილი და ისიც, ვინც ეს მასალა გამოიყენა პოლიტიკური დივიდენდებისთვის"- გიორგი გახარია
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის
"თუ ამ არჩევნებზე არ დავამარცხებთ ივანიშვილს, მისი დარჩენა სიღარიბის და უიმედო ვალების ზრდის გარანტიაა"- ოპოზიციის შეფასებით, სასოწარკვეთილი ხელისუფლება "ვა ბანკზე" მიდის
„ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში“ - ვაშაძე "ოცნებას"
ბერა ივანიშვილი ქორწილის ვიდეოს ავრცელებს
"რუსთავი 2" გია ცერცვაძის ოჯახისთვის სახლს იყიდის და ბავშვებს ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს
"საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების და ონლაინ ორგანიზაციების დავალიანება გაუნულდება" - მამუკა ბახტაძე
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
დაწერე კომენტარი