„მე რომ ახლა აქედან გავიდე, ჩემს ახალ ხელმძღვანელს ძალიან გავუადვილებ ცხოვრებას“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„ნანუკას შოუს“ წამყვანს არ სჯერა, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნდება. ნანუკა ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში დღეს საგანგებო შოუ მოაწყო.

„ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო დღეს სამსახურში წამოსვლა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რაღაცის სჯერათ. მე ამ არხზე ვმუშაობდი, როცა ქიბარ ხალვაში მოვიდა და ეს ეტაპები გავლილი მაქვს მასთან. მაშინ ის ირაკლი ოქრუაშვილს წარმოადგენდა და დღეს წარმოადგენს სხვას. ეს ყველაფერი რომ გავლილი მაქვს, ზუსტად ვიცი ახლა რა პროცესებია.

მაშინ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა, ახლა წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს. ყველამ იცის ჩემი ხასიათი. მე კომფორტის ზონაში ვერ ვარ დღეს აქ. ვერც ამ სტუდიაში, ვერც ამ შენობაში, არა ვარ კარგად, მაგრამ ზუსტად ვხდები, მე რომ ახლა აქედან გავიდე ჩემს ახალ ხელმძღვანელს ძაან გავუადვილებ ცხოვრებას. იმიტომ რომ მასაც ეს უნდა – ემოციურად მივიღო გადაწყვეტილება, კარი გავიჯახუნო და სახლში წავიდე. შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, რომ დისკომფორტი შევქმნა. მე ასე მჯერა, რომ აქ არანაირი სარედაქციო დამოუკიდებლობა არ იქნება. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მჯერა“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ოფიციალურად გადაიფორმა.

ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.

რეესტრში არხის ახალ დირექტორად ნიკა გვარამიას ნაცვლად, პაატა სალია უკვე აისახა.

გუშინ მას არხის თანამშრომლებთან შეხვედრის დროს ნანუკა ჟორჟოლიანმა მათი ხელშეუხებლობის გარამტიად 2-წლიანი ხელშეკრულებები მოსთხოვა.

როგორც დღეს სალიამ განაცხადა, მან ეს საკითხი ქიბარ ხალვაშთან უკვე განიხილა და გადაწყვეტილება დღეს გვიან გახდება ცნობილი.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
დაწერე კომენტარი