მე მინდა თავისუფალი ცხოვრება და გამიშვით! – ხატია სიჭინავა პირბადეებსაც აპროტესტებს

ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს და შეზღუდვებს აპროტესტებს. მისი თქმით, არცერთ ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვები არ მოქმედებს და სკოლები ყველაგნ გახსნილია.

მისი თქმით, Covid19 ჩვეულებრივი ვირუსია და სხვა ვირუსებისგან არაფრით განსხვავდება.

„იქამდეც ვერ მივედით, რომ პირბადე გავაპროტესტოთ, არათუ ადამიანების დასტრესვა და საინფორმაციო ომი, ყოველ დილას რომ გვიცხადებენ 182, თუ 198 ინფიცირებულიაო…

როგორც აცხადებენ, ყველა ქვეყანაში, სადაც ბევრი ინფიცირებულია, სწავლა დაიწყო. აბსოლუტურად ყველგან მუშაობს სკოლები და ბაღები, მაინცდამაინც ჩვენთან რატომ დაინერგა ეს ონლაინ სწავლება ვერ ჩავწვდი.

მე მინდა თავისუფალი ცხოვრება და გამიშვით! ვისაც ეშინია, იყოს სახლში, არავინ ეპატიჟება გარეთ! ვისაც არ გვეშინია, ხომ შეგვიძლია თავისუფლად ვიცხოვროთ“, – ამბობს ხატია სიჭინავა სარკესთან საუბრისას.

ცნობისთვის: შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მომატებული საფრთხის გამო სკოლები, ბაღები, რესტორნები და სხვა დაწესებულებები კვლავ დახურა ისრაელმა. შეზღუდვების ხელახლა გამკაცრებას გეგმავს ევროპის რამდენიმე ქვეყანაც, მათ შორის დიდი ბრიტანეთიც.

დაწერე კომენტარი