მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი – ნიკა მელიას ბოლო მიმართვა პარლამენტს

მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი – ასე მიმართა ნიკა მელიამ დეპუტატებს, რომლებიც მისთვის, დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ. 

მელია სესიაზე “ქართული ოცნების” პირისპირ მარტო იმყოფება. მისივე მოთხოვნით, ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში არ იმყოფებიან. 

“დიახ, აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. არიან კიდევ კოლეგები, მე ვარ ამაყი, მაგრამ თქვენ არ ხართ ამაყები,. მე ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით უხერხულ მორჩილებაში. მე ბევრი რამ მექნება ჩემი შვილებისთვის, შვილებისთვის, სიამაყით და თქვენ ძალიან ცოტა რამ გეთქვათ თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის სიამაყით, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როცა მტერი დასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. დღეს, მგონია, რომ ვარ ისტორიის სწორ მხარეს. თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. შემიძლია, რომ თითოეულ თქვენგანს თავისუფლად თვალი გაგისწოროთ თვალი თვალს, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობა ხელშესახებად ამ დარბაზში. დიახაც, მე ვარ აქ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, აპირებთ ჩემს დაჭერას. მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი,“ – აღნიშნა მელიამ.

პოპულარული

"გახარია, რომ გადადგეს ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს, სამშობლოს ღალატი იქნებოდა, მადლობა ღმერთს..."- ივანიშვილის თქმით, "გავრილოვის ღამეს" პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიჩინა
"არ გამოვრიცხავ, უმრავლესობითაც მოვიდეთ, თუ არა, ენმ-ს გარდა, ვითანამშრომლებთ, ყველასთან" - ივანიშვილის გზავნილი
"სად გაიზარდე,შვილო" - ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს დაუპირისპირდა
"რუსეთმა "ოცნების" ხელისუფლების დახმარებით, საქართველოში ეფექტური სახელმწიფოს მიტაცება განახორციელა"- ბათუ ქუთელია
გადაუდებელი ტექნიკურის სამუშაოები - კუს ტბის საბაგირო 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
"ბიჭის ძმამ თავი მოიკლა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და სიცოცხლე შვილის საფლავზე დაასრულა" - ვინ არის 16 წლის მუშა, რომელიც დღეს მშენებლობაზე გარდაიცვალა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
დღეიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
„20 ივნისი დარბევა არ ყოფილა... მოქალაქეებს ტყვია რომ მოხვდათ, შეიძლება ქვა ჰქონდათ მოხვედრილი, თავისი მხარდამჭერის მიერ“ - მომღერალი უცნობი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი