
უფრაქციო დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელსაც კიევის სასამართლომ, ტერაქტის მომზადების ბრალდების საფუძველზე დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა განუსაზღვროს, შიმშილობა გამოაცხადა.
“მე კიდევ ერთხელ გავივლი ამ გზას, დღევანდელი დღიდან შიმშილობას ვაცხადებ,” – განაცხადა მან.
22 მარტს უკრაინის რადამ სავჩენკოს პროკურატუსრის შუამდგომლობის საფუძველზე სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა და სამართალდამცველებს მისი დაკავების უფლება მისცა.
პოლიციამ იგი დააპატიმრა, ხოლო პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ტერაქტის მომზადებასა და სახელმწიფოებრივი წყობის ძალადობრივი დამხობის ორგანიზებაში, ასევე თანამდებობის პირების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში.
პირველად სავჩენკომ შიმშილობა რუსეთის საპატიმროში ყოფნის დროს გამოაცხადა.