,,მე ის ხაბეიშვილი ვარ თქვენი უდიპლომო ცოლისძმა, რომ გავათავისუფლებინე თანამდებობიდან და საქმე აღვაძრევინე “-ხაბეიშვილის პასუხი მერს

კალაძე-ხაბეიშვილი

კახი კალაძის რეპლიკას, რომელიც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მისამართით გააკეთა დეპუტატი ფეისბუქზე პასუხობს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

კალაძეს ბრიფინგზე ოპოენენტის ბრალდებაზე, რომ მერიას ლევან ხაბეიშვილი კორუფციაში ადანაშაულებს კომენტარის გაკეთება სთხოვეს. რაზეც მერმა უპასუხა, რომ არ იცის ვინ არის ლევან ხაბეიშვილი შემდეგ კი აღნიშნა : ,,ა, ეს ის ლევან ხაბეიშვილია მერიაში რომ ასულიერებდნენ?”.

მერის ამ რეპლიკას ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში უპასუხა:

,,კახი კალაძეს უკითხავს ლევან ხაბეიშვილი არ გამიგია ვინ არისო. ბ.ნ. კახი მე ის ხაბეიშვილი ვარ თქვენი უდიპლომო ცოლისძმა, რომ გავათავისუფლებინე თანამდებობიდან და საქმე აღვაძრევინე ანტიკორფციულში. კორუფციაში, რომ ვამხილე სრულიად მერია და შემდეგ გზადაგზა ამ ადამიანების, ან მოხსნა, ან დაკავება უწევდათ.
მე ის ხაბეიშვილი ვარ ნარმანია, რომ მეორედ კანდიდატად არ დააყენეს ლომის წილი, რომ დაიდო მეგობრებთან ერთად .
მე ვარ ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც სამი ინსტანცია სასამართლო მოუგო თქვენს წინამორბედ მერს. მე ვარ ის ხაბეიშვილი ვისი დედაც თქვენი დავალებით ყაზტრანსგაზიდან ( თქვენმა მეგობარმა ) გაათავისუფლეს და ეს გადაწყვეტილებაც სასამართლოს ძალით თავზე დაგახიეთ !
კარგად დამიმახსოვრეთ და იცოდეთ, რომ ნარმანიას გზას გაგიყენებთ თქვენც და თქვენს მინი მაფიოზებსაც!”-წერს საკრებულოს დეპუტატი.

 

 

loading…
გააკეთე კომენტარი!