“მე ვიყავი გადაყენებული“ – ქობულიას აზრით, პრემიერმა გადაწყვეტილება ივანიშვილთან კონსულტაციის შედეგად მიიღო

„მე ვიყავი გადაყენებული“ – ეს განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში მისვლის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. გიორგი ქობულიას თქმით, მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბრძანებას ხელი პრემიერმა მოაწერა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის აზრით, მამუკა ბახტაძემ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ის მთელ რიგ გადაწყვეტილებებში მთავრობას არ ეთანხმებოდა. 

„მე ეს განცხადება გავაკეთე უკვე არაერთხელ. მე თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია. მე ვიყავი გადაყენებული. ამასთან დაკავშირებით არის ბრძანება. ჩემი გადაყენების, როგორც ეკონომიკის მინისტრის, პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს. მან დაწერა განცხადება. მე მგონია, რომ ამაში არ არის გასაკვირი, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შედეგად იყო მიღებული. ეს იყო მთელი რიგი მიზეზები, სადაც მე არ  ვუჭერდი მხარს მთელ რიგ გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ის თანამდებობიდან წასვლისა და ხმაურინი განცხადებების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. 

ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ოპოზიცია ესწრება. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმყოფებიან მხოლოდ ბიძინა გეგიძე, შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი.

პოპულარული

"დამექცა სამყარო თავზე, ვაი,ამნაირ ჩამოსვლას და ამნაირ სიცოცხლეს ნია" - თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის დედა
"როგორ შეგეძლო ეს...ჩემს სკვინჩას ყვავილების კალათა მოპარე, გულზე ფეხი დაადგი და მე,დედას,დილით მხვდება ნაფეხური შვილის საფლავზე" - ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის გოგოს დედა
შემზარავი ვიდეო - "მოდელი ანა რეხვიაშვილი, აქეზებს არასრულწლოვანს იძალადოს ცხოველზე"
როგორ მღერის 6 წლის ნია, რომელიც თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა - ემოციური ვიდეო
დაწერე კომენტარი