მე ვთხოვე პრემიერს, რომ ასეთი ცვლილებები განგვეხილა – სერგეენკო ამბობს, რომ ტიკარაძის რეკომენდატორი თავადაა

არ დაგიმალავთ, ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, რომ ასეთი ცვლილებები განგვეხილა იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო – ამის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობაზე ეკა ტიკარაძისკანდიდატურას რეკომენდაცია მან გაუწია. დავით სერგეენკოს განცხადებით, მან პრემიერთან კონსულტაციები გამართა, რათა მიიჩნევდა, რომ ჯანდაცვის სფეროში უკეთესი შედეგის მისაღწევად აუცილებელი იყო ცვლილება.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური  კონსულტაციები, თუ წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა როგორ იქნებოდა ოპტიმალური, რომ სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. შევთანხმდით, რომ ასეთი ცვლილება უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნებოდა,“ – აღნიშნა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო პრემიერის მრჩევლად დაინიშნა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი კი ეკა ტიკარაძე გახდა. 

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი