„მე და ირაკლი ღარიბაშვილი მეგობრები ვართ“ – რითი ხსნის სანდრო ბრეგაძე „ქართული მარშის“ დაშლას და რას ყვებიან ყოფილი მარშელები

„დავშლი ახლა „ქართულ მარშს“ და ასემც გიქნიათ, ლგბტ დროშა აგიფრიალებიათ მთავრობის სახლის თავზე!!!“ –სანდრო ბრეგაძის ამ განცხადებიდან რამდენიმე თვეში ქსენოფობიურ-ჰომოფობიური იდეოლოგიის ორგანიზაცია მარტივ მამრავლებად დაიშალა, თუმცა ბრეგაძე უსამსახუროდ დარჩენას არ აპირებს და იგივე სახელწოდებით პოლტიკურ პარტიას ქმნის.

შავი ჩაი ასკილით

„ნიუპოსტს“ უყვებიან, რომ ამ ფაქტმა შდა დაპირისპირება გამოიწვია – „მარშელების“ ნაწილმა ბრეგაძესთან კონტაქტი გაწყვიტა და ორგანიზაციიდან წამოვიდა. მათ შორის არიან გია კორკოტაშვილი და კოკა მორგოშია, თუმცა არც ერთი მათგანი მედიასთან ბრეგაძესთან დაპირისპირებას არ ადასტურებს.

კოკროტაშვილის ირწმუნება, რომ მას პოლიტიკაში წასვლა არ სურდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული მარშისა“ და მისი იდეები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.

„კორკოტას“ თუ დავუჯერებთ, ის და „ქართული მარშის“ ამჟამინდელი წევრები კვლავ მეგობრებად რჩებიან და აპირებენ, რომ აქტიურად ემსახურონ „ეროვნულ საქმეს“.

განსხახვევებულია ჩვენი წყაროს ინფორმაცია, რომელიც ყვება, რომ „ქართული მარშის“ პარტიად დარეგისტრირება ხელისუფლების ერთი ჯგუფის ინტერესში შედის, რომ „შავი საქმეები“ ოპოზიციის სახელით სწორედ ბრეგაძის პარტიამ აკეთოს.

როგორც ამბობენ, კოკა მორგოშია და „კორკოტა“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის ფრთას წარმოადგენენ. ბრეგაძე კი სწორედ მდინარაძეს უპირისპირდება.

„ნიუპოსტი“ კოკა მორგოშიას ესაუბრა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას მარშში არსებული უთანხმოება დაადასტურა.

„ორგანიზაცია იმიტომ დავტოვე, რომ გადაწყვიტეს პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდნენ. მე მზად არ ვარ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა მივიღო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლას შევაჩერებ და იმ იდეების ერთგული არ ვიქნები, რომელსაც „ქართული მარში“ ატარებდა. ვიქნები ისევ ფრონტის ხაზზე, მაგრამ როგორც ვთქვი, პოლიტიკურ პარტიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას ვერ მივიღბ.

არ ვიცი, რას გულისხმობთ ხელმძღვანელ პირებს შორის დაპირირისპირებაში, სულ რამდენიმე კაცმა ჩამოვაყალიბეთ „ქართული მარში“ და მათ შორის მე ვიყავი პირველი წუთებიდან… დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ამ და სხვა საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო. ვიღაცას პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება უნდოდა, ვიღაცები ამას ეწინააღმდეგებიოდნენ. საბოლოოდ, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება სანდრომ (ბრეგაძე), შალვა ხაჭაპურიძემ, ლადომ (სარდღობელაშვილი) მიიღეს“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ კოკა მორგოშიამ და აქვე, იმედი გამოთქვა, რომ ჯერარშექმნილი პოლიტიკური პარტია იმ ღირებულებებზე დადგება, რომლისთვისაც „ქართული მარში“ იბრძოდა.

„იმედია, მათი ხედევა და მოქმედება ეროვნულ საწყისებზე იქნება დაფუძნებული, მაგრამ მათი ხედვა ჯერჯერობით არ ვიცი, ვიცი, რომ იდეოლოგიის გარეშემო მუშაობენ,“ – თქვა მორგოშიამ.

„ქართული მარშის“ ყოფილი წევრი „ნიუპოსტის“ კითხვას, ვისი ინტერესების გამტარი იქნება ბრეგაძის პარტია და ხომ არ დგანან მის უკან ე.წ. კახელების კლანი, ასე პსუხობს:

„ვერ დაგისდასტურებთ ინფორმაციას, რომ „ქართული მარშის“ უკან ირაკლი ღარიბაშვილი იდგა. როგორც ორგანიზაციის წევრს, მასთან, ცხოვრების არცერთ ეტაპზე, შეხება არ მქონია, მხოლოდ ჩემი ბიზნესაქტივობიდან გამომდინარე, როცა პრემიერი იყო, რამდენჯერმე სხვადასხვა პროექტზე შევხვდით, თუმცა კიდევ ვიმეორებ, პოლიტიკური საუბრები არ გვიქნია… რაც შეეხება სანდროსთან ურთიერთობას, როგორც ვიცი, ირაკლისთან (ღარიბაშვილი) წლებია, მეგობრობს და გარკვეული შეხება ჰქონდა, თუმცა პოლიტიკური იყო თუ არა ეს შეხება, მაგას ვერ დაგიდასტურებთ იმიტომ, რომ არ ვიცი,“ – აღნიშნა „ქართული მარშის“ ყოფილმა ლიდერმა.

კოკა მორგოშიასთვის უცნობია, როგორი ხედვა ექნებათ სადღობილაშვილი-ხაჭაპურიძე-ბრეგაძის ტრიოს რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. „რაც შეეხება ჩემს პოზიციას, „ქართული მარშისთვის“ რუსეთი ოკუპანტი იყო, იმედია, მათთვისაც დარჩება ოკუპანტად, მაგრამ ვთვლი, რომ დიალოგი უნდა შედგეს და ეს დიალოგი საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით უნდა გაიმართოს,“ – ამბობს მორგოშია.

“ნიუპოსტი” სანდრო ბრეგაძეს დაუკავშირდა, რომელიც ყოფილ თანაგუნდელებთან დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მისი და მისი თანამოზარეების მიზანი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვაა, ჩვენი მეგობრების მიზანი ჩვენს ინტერესებს არ დაემთხვა. 

“არიან ჩვენ გუნდში ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვა მიზნები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ჩარჩოში არიან. აქიდან გამომდინარე ჩვენი გრძელვადიანი გეგმები და ჩვენი თანაგუნდელების მიზნები არ დაემთხვა ერთმანეთს. სხვა მხრივ ჩვენ ძმები ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ “ქართული მარში” წავა პოლიტიკური განვითარების გზით.

ამავე დროს მინდა სახალხოდ განვაცხადო, იქ ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის გაღიზიანება გამოიწვია, ჩემმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ რუსეთთან და რუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. სახალხოდ ვამბობ, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აღსადგენია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის ხარჯზე”- აღნიშნა “ნიუპოსტთან” ბრეგაძემ.

რაც შეეხება პოლიტიკურ ორიენტაციას, ბრეგაძის თქმით, ახალი პოლიტიკური პარტია არც პრო დასავლური ღირებულებების მქონე იქნება.

“ჩვენ ვართ ქართველები და ქართული გზით ვივლით, იმ ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, როგორი სახელმწიფოც ილია ჭავჭავაძეს უნდოდა”- თქვა “ქართული მარშის” ლიდერმა.

სანდრო ბრეგაძე ირწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობს, ის ახალი პარტიის წევრი არ იქნება და არც ფინანსურ დახმარებას გაუწევს ბრეგაძის პოლიტიკურ ძალას.

“ირაკლი ჩემი მეგობარია, მაგრამ მასთან პოლიტიკურ საკითხებზე სამი-ხუთი წელია არ მქონია. მინდა გითხრათ, რომ არც ივანიშვილთან მისაუბრია ამ საკითხზე”- დასძინა სანდრო ბრეგაძემ.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

მეგან მარკლის მორიგი ბრწყვინვალე ლუქი - სასექსის ჰერცოგინია სამეფო ეტლში პირველად გამოჩნდა (ფოტოები)
მეგან მარკლმა პრინცესა დაიანას ერთ-ერთი აიქონური ლუქი გააცოცხლა (ფოტოები)
შსს-მ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
„სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან” - ჟურნალისტური გამოძიება (ვიდეო)
დაწერე კომენტარი