“მე დავკარგე დედა, ახლა კი ვუყურებ როგორ ხდება ჩემი ცოლი იგივე ძალების მსხვერპლი” – პრინცი ჰარი

ჰარი

სასექსის ჰერცოგინიამ ბრიტანულ გაზეთს Mail on Sunday-ს უჩივლა. მეგან მარკლი თვლის, რომ გამოცემამ მისი წერილი უკანონოდ გამოაქვეყნა.

მისი მეუღლის, პრინცი ჰარის განცხადებით, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მეგანს “დაუსრულებელმა პროპაგანდამ” აიძულა.

“მე დავკარგე დედა, ახლა კი ვუყურებ როგორ ხდება ჩემი ცოლი იგივე ძალების მსხვერპლი” – განაცხადა ჰარიმ.

ჰერცოგინიას ადვოკატები ირწმუნებიან, რომ Mail on Sunday-ს სტატიები არ შეესაბამება სიმართლეს და მეგან მარკლის პიროვნულ ღირსებას შეურაცხყოფენ.

თებერვალში გაზეთმა გამოაქვეყნა ხელნაწერი წერილი, რომელიც მეგანმა მამას ჰარისთან ქორწინების შემდეგ მისწერა.

ჰერცოგინიას ადვოკატებმა საჩივარი ლონდონის უმაღლეს სასამართლოში შეიტანეს გაზეთისა და იმ მედიაკომპანიის წინააღმდეგ, რომელსაც ეს გამოცემა ეკუთვნის. ისინი გამოცემას პირადი ინფორმაციის უკანონო გამოყენებაში, საავტორო უფლებების  და პერსონალური ინფორმაციის დაცვის კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

Mail on Sunday-ს წარმომადგენლის განცხადებით, გაზეთი თავის სტატიას სტანდარტების შესაბამისად მიიჩნევს და სასამართლოში თავის დაცვას აპირებს.

საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით პრინცი ჰარის განცხადება სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაში პრინცი ჰარი აღნიშნავს, მას და მის მეუღლეს სწამთ პრესის თავისუფლების და მას “დემოკრატიის ქვაკუთხედად” მიიჩნევენ.

“დაუნდობელმა კამპანიამ ძალა მოიკრიბა უკანასკნელი წლის განმავლობაში, მისი ორსულობისა და ახალდაბადებულ შვილზე ზრუნვის დროს,”- ამბობს ჰარი,

პრინცმა ჰარიმ დედა, უელსის პრინცესა დიანაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი “ყველაზე დიდი შიშია – რომ ისტორია მეორდება”.

წყარო: რუსთავი2

loading...

პოპულარული

როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
დაწერე კომენტარი