“მე არა, ბილბორდებზე ვინც გააკრეს ჩემ ნაცვლად, ისინი მოვლენო, სალომე ზურაბიშვილმა  ამაზე სამარცხვინო მე კანდიდატი არ მახსენდება”

ნიკა გვარამია-სალომე ზურაბიშვილი

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი  ნიკია გვარამია სოციალურ ქსელში გადაცემების რეიტინგს აქვეყნებს:

მე არა, ბილბორდებზე ვინც გააკრეს ჩემ ნაცვლად, ისინი მოვლენო, სალომე ზურაბიშვილმა  ამაზე სამარცხვინო მე კანდიდატი არ მახსენდება .

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი იღებს რუსთავი 2-ის შემოთავაზებას, რომლითაც ტელეკომპანია ეთერს პრეზენტაციისთვის გვთავაზობს.
თავად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პრინციპული პოზიციაა, რომ იმ ტელეკომპანიაში, რომელიც ცრუ ბრალდებებით, აგრესიით, სიძულვილის ენით, პერსონალური შეურაცხყოფით და მიზანმიმართული ცილისწამებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ის არანაირ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.
მაგრამ, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, რუსთავი 2 კი ალტერნატიული აზრისა და სიმართლისთვის ჩაკეტილია, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი გუნდი ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ამ ტელეკომპანიის მაყურებლამდეც მივიტანოთ სიმართლე. სწორედ ამიტომ, საარჩევნო შტაბის და ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მზად არიან შემოთავაზებულ ფორმატში უპასუხონ რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.

loading…

პოპულარული

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი, რომელზეც პოლიტიკური დევნა განხორციელდა, გარდაიცვალა
ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
დაწერე კომენტარი