“მეც ხომ მინდა შვილი და ოჯახიო. გათხოვდა და… ღორის გრიპმა წაგვართვა” – ჟურნალისტი მეგობრის გარდაცვალებაზე

ჟურნალისტი ეკა პატარაია მეგობარზე წერს, რომელიც ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა:

“ამ საშინელმა ღორის გრიპმა წაგვართვა ეს ქერა, პატარა ნინიკო. დღეს მივაბარეთ მიწას. ჩემი კლასელი იყო. სულ რაღაც ერთი თვის გათხოვილი. ნიჭიერი, ჭკვიანი, დამოუკიდებელი, კარგი ოჯახის შვილი, თავისით მიაღწია ყველაფერს, სწავლა, კარგი სამსახური, ბინა, რემონტი, ავეჯი, მანქანა…

შეყვარებული დაეღუპა რამდენიმე წლის წინ ავარიით, დეპრესიაში იყო. მერე მითხრა, ასე აღარ შემიძლია, ამდენი წლის ვარ, მეც ხომ მინდა შვილი და ოჯახიო. გათხოვდა და აი…

როგორ მენანება და მტკივა გული, არ იცით. ჩვენ, რამდენიმე კლასელი ბოლომდე ერთად ვიყავით. მაპატიე, ნინ, გემუდარები!.. ნათელი არ მოგკლებოდეს იქ, სადაც დღეიდან ხარ”, – წერს ჟურნალისტი.

პოპულარული

"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა
ინტერნეტში შეპირებული დაუვიწყარი სექსი და მოტყუებული ახალგაზრდები - პოლიცია თაღლითს ეძებს
დაწერე კომენტარი