“ხო, მეც მო­მიკ­ლეს ქმა­რი! ის ისე­თი ვე­რა­სდროს იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც ადრე იყო!” – რას წერს 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მეუღლე

თაზო

16 თე­ბერ­ვალს გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მ.კ-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს ბრა­ლი. 39 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო და აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლეა.

რო­გორც კად­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, მ.კ.-ს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს და მის ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, თუმ­ცა რა უძღო­და წინ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას, უც­ნო­ბია. 

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლის, ნატა ქი­ტე­საშ­ვი­ლის პოს­ტი, რო­მელ­შიც ის წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და წერს, რომ მისი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა ამ ტრა­გე­დი­ამ:

“თაზოს ფოტოები ვნახე  და… მოვკვდი …

საშვილიშვილი ცოდვა დაადებინს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.

თქვენ გგონიათ მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!

ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი…

ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია დამიჯერეთ.

ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს…

არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი!” – წერს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე.

loading...

პოპულარული

"როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე მივვარდე ეზუგბაიას, ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი გავუკეთო" - ნინა სუბლატი
ქართული ოცნების დეპუტატი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა, მოსახლეობას ხვდებოდა და ტაძარშიც ეზიარა - რუსთავში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს
ვინ შესწირა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდს 1 მილიონი ?!
COVID-19-ის ონლაინ ტესტირება: Mydoc.ge-ზე შეამოწმე შენი თავი კორონავირუსის რისკებზე WHO და CDC გაიდლაინების მიხედვით
დაწერე კომენტარი