მეუფე შიო: მიტევების კვირაა, მსურს გადმოგცეთ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიტევების კვირასთან დაკავშირებით პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.

მეუფე შიომ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუტევებელი წყენა ხიჭვივითაა, რომელიც სულს აზიანებს.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელ კვირას ეწოდება მიტევების კვირა, ხვალიდან იწყება დიდი მარხვა და წინა დღეს – კვირას იკითხება სახარება, რომელიც იწყება უფალი იესო ქრისტეს სწავლებით მიტევების შესახებ და ამიტომაც ამ კვირა დღეს ეწოდება მიტევების კვირა. მსურს გადმოგცეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მოლოცვა.

უფალი ბრძანებს დღევანდელ სახარებაში, მიუტევეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, უკეთ თუ მიუტევებთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევინ თქვენც მამამან ზეცისამან შეცოდებანი თქვენნი.

ხოლო თუ არ მიუტევებთ კაცთა მათ შეცოდებებს არცა მამამან ზეცათამან შეგინდოთ თქვენ შეცოდებანი თქვენი.

თითქოს ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ თუ აპატიებ ადამიანებს, შენც გაპატიებს ღმერთი, თუ არ აპატიებ არც შენ არ გაპატიებს ღმერთი შენს შეცოდებებს. აქ ისმის კითხვა, უფალს რაში სჭირდება ეს? რატომ გვეუბნება, რომ შენ უნდა აპატიო სხვა ადამიანს? საქმე იმაშია, რომ როცა ჩვენ გულში გვაქვს წყენა, ეს არის როგორ ხიჭვი, ეკალი შეგერჭობა და ხიჭვი რომ ჩაგრჩება სხეულში, ის თუ არ მოიშორე, სხეულს აზიანებს ის.

ასევე არის სულიერი თვალსაზრისთაც. მიუტევებელი წყენა როცა შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი, ეს აზიანებს ჩვენს სულ და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს“, – აღნიშნა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.

loading…

პოპულარული

„ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს... დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო...ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ - ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში
"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
დაწერე კომენტარი