მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშულებს

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილს არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია, თითქოს პატრიარქის მოწამვლას გეგმავდნენ სასულიერო თუ სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები.

cyc

„მე საქართველოში ვერ წარმომიდგენია არათუ სასაულიერო პირი, ადამიანი, რომელმაც გონებაში დაუშვას საქართველოს ეკლესიის საჭეთმპრყრობლის მიმართ ასეთი ვერაგული განზრახვა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მისი სახით მრავლად მოიპოვებიან ადამინები, რომლებსაც შეუძლიათ, უღმერთოდ ასეთი ცილისწამებლურიო კამპანია აწარმოონ,“ – განაცხადა მეუფე პეტრე.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ამგვარი საქციელით, თითქოსდა, პატრიარქს მუდმივად დაცვა სჭირდებოდა, შორენა თეთრუაშვილს უნდოდა პატრიარქზე ზეგავლენის მოხდენა.

„ის თითქოს იცავს პატრიარქს, თორემ მის გარეშე პატრიარქი შეიძლება, ბევრად ადრე ყოფილიყო გაუგებარ მდგომარეობაში და სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. ანუ, ის ერთადერთობა პატრიარქის დაცვისა და ამით პატრიარქზეც გავლენის მოპოვებას ცდილობდა და მიაღწია კიდეც,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

წყარო: რუსთავი2

რეკლამა

დაწერე კომენტარი