“მეუფე პეტრე შიომღვიმეში წავა თუ მაგადასკარზე წავა ეს მისი გადასაწყვეტია” – მეუფე ვახტანგი

მეუფე პეტრე

მეუფე ფეტრე სად გააგრძელებს მოღვაწეობას კვლავ უცნობია. თავად მეუფე აცხადებს, რომ ის თბილისში გადავა. ამ საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილებების მიღებაში თავისუფალია და მისი ნება ის, თუ სად განაგრძობს მოღვაწეობას. ჩაიანიშნება თუ არა სინოდის სხდომა იმასთან დაკავშირებით, რომ მეუფე პეტრეს სანქციების საკითხზე იმსჯელონ ჯერჯერობით უცნობია. ცურტაველი ეპისკოპოსის მეუფე ვახტანგის განცხადებით მეუფემ უნდა გადაწყვიტოს თუ სად წავა ის.

“დღეს მძიმე პერიოდი უდგას ეკლესიას, ეს არის აპოკალიფსური საუკუნე. რაც შეეხება თვითონ მეუფეს,ის შიომღვიმეში წავა თუ მაგადასკარზე წავა ეს მისი გადასაწყვეტია და მან უკეთ უწყის რა უნდა გააკეთოს. ჩვენ გვაქვს ყველას თავისუფალი ნება. როგორც მას სურს ისე გადაწყვეტს. ეს მისი პრობლემაა. 

დაწერე კომენტარი