მეუფე პეტრე მამა გიორგი მამალაძეს თავდებში უდგება

მეუფე პეტრე

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ხელისუფლებას მამა გიორგი მამალაძის თავდებით გამოშვების რჩევით მიმართავს.

cyc

„მე არ ვიცი, რამდენად უწყობს კანონი ხელს და არის თუ არა ეს შესაძლებელი, მაგრამ მიუხედავად ამ მძიმე ბრალდებისა, მე მიმაჩნია, რომ გონიერება უნდა აღმოაჩნდეს ხელისფულებას და მამა გიორგი, დეკანოზი გიორგი მამალაძე, აი, ამ მძიმე ბრალდებით დაკავებული თავდები უნდა იქნას გათავისუფლებული და, რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდეს მაღალპროფესიონალურად. რა თქმა უნდა, მას არ უნდა მიეცეს უფლება საქართველოს დატოვებისა. მაგრამ ის, რომ მამა გიორგის გარეთ ყოფნა საფრთხეს წარმოადგენდეს, ამას გამოვრიცხავ. ეს იქნება ძალიან დიდსულოვანი, ძალიან ჰუმანური და ძალიან ადამიანური და ქრისტიანული გადაწყვეტილება, თუ, რა თქმა უნდა, ჩემს ამ თამამ აზრს და რჩევას გაითვალისწინებენ,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

წყარო: რუსთავი2

რეკლამა

დაწერე კომენტარი