მეუფე პეტრე დეკანოზის შეწყალებაზე: თუ პრეზიდენტმა ისევ “დაფრანგულობის” გზა აირჩია, დადგმული სცენარია

მეუფე პეტრე

“თუ პრეზიდენტმა ისევ “დაფრანგულობის” გზა აირჩია, ეს არის დადგმული სცენარი”,-ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

“მიმაჩნია, რომ თუ პრეზიდენტმა ისევ “დაფრანგულობის” გზა აირჩია და თავი შეიკავა წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვაზე, მაშინ როდესაც ის ამბობს, რომ გმობს პატრიარქის შეურაცხყოფას, ასევე დასაგმობი იქნება პატრიარქის თხოვნის იგნორირება. სწორედ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება საქციელი მისი „დაფრანგულობის“ ფორმატში როგორც მე მას მივმართე. გამოდის რომ ეს არის დადგმული სცენარი, წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რომ საპატრიარქოს მოიხსნას პასუხისმგებლობა მორალური, მაგრამ პრეზიდენტმა უარი, რომ თქვას”, – განაცხადა პეტრე ცაავამ. 

მეუფე პეტრეს თქმით, საპატრიარქოს გულწრფელობის შემთხვევაში ერთი ალტერნატივა არსებობს.

“ვინაიდან მიზნები იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, არსებობს კანონი, რის თანახმადაც ხდება პატიმრის სასჯელის გადავადება მკურნალობის მიზნით.პატიმარს ათავისუფლებენ ციხიდან სამკურნალოდ, შემდეგ ის ისევ უბრუნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებას”, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

ცნობისთვის, საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სინოდი შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს. 

loading...

პოპულარული

მოქმედ პრემიერსაც უშვებენ? - გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი გახარიას ლილუაშვილით ცვლის
უშედეგო კონტრშეტევა და გადამწვარი ტექნიკა- რუსულმა და სირიულმა ავიაციამ თურქული ჯავშანტექნიკა გაანადგურა (ვიდეო)
ქეთა თოფურია ლევ დენგოვისგან შვილს ელოდება? (ფოტო)
"ქმარმა სალომეს წამებში გამოჭრა ყელი, დანა დააგდო და გაიქცა..."- რას ამბობენ თვითმხილველები სამტრედიაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე
დაწერე კომენტარი