მეუფე პეტრეს აზრით, შორენა თეთრუაშვილს რუსეთი მფარველობს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ შორენა თეთრუაშვილს ზურგს რუსეთი უმაგრებს, რადგან ის დასაყრდენი ძალაა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

cyc

„ჩემი აზრით, გარე და სახიფათო ძალა, ანუ დამპყრობელი ძალა, ასე ვთქვათ, მას მხოლოდ მფარველობს, რა დოზითაც მას სჭირდება იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის ყველაზე დიდი დასაყრდენი საქართველოში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ერთ-ერთი ეპარქია რუსეთის ეკლესიის იურისდიქციას შეუერთდა, რასაც მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილს უკავშირებს. მისი აზრით, სწორედ შორენა თეთრუაშვილის გამო მოხდა საქართველოს ეკლესიითვის სასიკეთო საქმის ჩაშლა.

წყარო: რუსთავი2

რეკლამა

დაწერე კომენტარი