მეუფე დანიელი: დეკანოზ თადეოზის ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელ (დათუაშვილი) დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

“მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია მეუფეს განცხადებაში.

დეკანოზი თადეოზ სარალიძე არმენოფობიური და ანტისემიტური განცხადებებით გამოირჩევა. გარდა ამისა, 24 იანვარს ქადაგებისას ბავშვებზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავარია ისინი ეკლესიის ერთგულნი იყვნენ, სხვა შემთხვევაში სჯობს პატარები მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ.

დაწერე კომენტარი