“მეუბნებიან, თემირლანის უდანაშაულობა, რომ ვაღიაროთ “ნაციონალები” თავზე დაგვამხობენ ქვეყანასო” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

პროკურატურასთან ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფება, რომელმაც საგამოძიებო უწყების ჭიშკარზე ჯაჭვის შებმა სცადა, რასაც სამართალდამცავების მიერ ხელის შეშლა მოყვა.

“მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობ კორექტულად ვისაუბრო, მწყობრიდან არ გამოვიდე, პატივი გცეთ თქვენც და მთელ საქართველოს. თემირლანის ოჯახში მომხდარ ტერაქტს მოჰყვა ეს ყველაფერი. არ არის თემირლანი დამნაშავე, არ არის თემირლანი ეჭვმიტანილი. თვითონ სუს-ში, შსს-ში, პროკურატურაში, იმაზე საუბრობენ, რომ კი, არ იყო დამნაშავე, ჩავიდინეთ შეცდომა, მაგრამ ამ ყველაფრის მედიისა და ხალხის წინაშე აღიარება არ შეგვიძლია, ნაციონალები თავზე დაგვამხობენ ამ ხელისუფლებასო. შენი დედაც და იმათი დედაც, ჩემი რა ბრალია, ისინი თუ დაგამხობენ თავზე, მე გამეცით პასუხი, ნუ მწამლავთ” – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი