მეტროსადგურ “ვარკეთილში” მომხდარის გამო, სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები გათავისუფლდებიან

კახა კალაძემ მამუკა კობახიძეს დაავალა, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

შავი ჩაი ასკილით

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს დაავალა, დაკავებული პოზიციებიდან ის პირები გაათავისუფლოს, რომლებიც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული.

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა.

„ამ ეტაპზე, არსებული გარემოებები შევისწავლეთ და აშკარაა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ხარვეზები იყო – დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს მინდა დავავალო, რომ დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც სატენდერო პროცედურებში ჩართული იყვნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე განხორციელდა, როდესაც ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა არსებობდა.

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი