მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ სარემონტო სამუშაოები გრძელდება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ,მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა და გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ მეტროსადგური „ახმეტელის თეატრის“ სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს. სადგურის კაპიტალური რეაბილიტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის ინიციატივით, მეტროსადგურების განახლების პროექტის ფარგლებში დაიწყო . პროექტის მიხედვით, ინტენსიური სარემონტო სამუშაოები „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ სადგურებში უკვე მიმდინარეობს, ასევე დაწყებულია მეტროსადგურ „ავლაბრის“ გამაგრებითი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განახლდება მეტროსადგურების ყველა ბაქანის და შესასვლელის ინტერიერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ გვირაბებს, გრანიტითა და მარმარილოთი მოპირკეთდება იატაკი. სადგურებში კი ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები დამონტაჟდება. „სამუშაოები ითვალისწინებს, როგორც მეტროსადგურების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ვიზუალური მხარის მოწესრიგებას და უსაფრთხოების სისტემების გამართვას, რათა სადგურები მაქსიმალურად კომფორტული იყოს და მოქალაქეებს უკეთესად მოემსახუროს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, 2017 წელს კიდევ ოთხი სადგური განახლდება.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი