მეტროსადგური „გურამიშვილი“ 15 მარტს აღარ გაიხსნება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის 15 მარტის ნაცვლად აპრილის ბოლოს გაიხსნება.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგური „გურამიშვილი“ დაგეგმილი 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება. თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა. მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ყველა მეტროსადგურის მდგომარეობას ამოწმებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით”, – ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

შავი ჩაი ასკილით
loading…
იტვირთება…

პოპულარული

მეგან მარკლის მორიგი ბრწყვინვალე ლუქი - სასექსის ჰერცოგინია სამეფო ეტლში პირველად გამოჩნდა (ფოტოები)
მეგან მარკლმა პრინცესა დაიანას ერთ-ერთი აიქონური ლუქი გააცოცხლა (ფოტოები)
შსს-მ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
„სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან” - ჟურნალისტური გამოძიება (ვიდეო)
დაწერე კომენტარი