„შენი იდეა ქალაქის მერს“ – ჩაერთე ახალ პროექტში

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. მან  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა.

კალაძემ საზოგადოებას მიმართა:

„ყველას უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად ცხოვრება. მერიას მომდევნო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. გვინდა, რომ ქალაქის ათივე რაიონში მულტიფუნქციური კომპლექსები გავხსნათ, სადაც საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები იქნება. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ახალგაზრდებს ინფორმაცია იმ ახალი პროექტის შესახებაც მიაწოდა, რომელიც ამჟამად, დამუშავების პროცესშია.

 

„პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. დღეს ინტერნეტზე ყველას მიუწვდება ხელი და მინდა ასეთი სერვისი შემოგთავაზოთ – „შენი იდეა ქალაქის მერს“. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებაში. უამრავი ხედვა და პროექტი არსებობს და თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეთ ამ კონკრეტულ პლატფორმაზე, მოგვაწოდოთ თქვენი იდეა და შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ხორციელდება იმისთვის, რომ ქალაქის განვითარების პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს ჩართული.

 

loading…

პოპულარული

„გამიშვან, მიშას დავბრიდავ, იარაღიც არ დამჭირდება...“ - ახალი სკანდალური ჩანაწერი, სადაც მირზა სუბელიანი სააკაშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს (ვიდეო)
მირზა სუბელიანი მზად იყო, სააკაშვილი მოეკლა, ახლა კი სუბარს და კახიშვილს ემუქრება - ახალი სკანდალური ჩანაწერი
„ბადრი პატარკაციშვილის ნეიტრალიზაციის დამგეგმავები პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით“ - გია ხუხაშვილი
"დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობის ადმინისტრაციას პასუხობს
"ივანიშვილი ჩოქბჯენიდან არ უნდა ადგეს... ბებიის სკივრიდან ამოღებული იაფფასიანი ტრიუკების იმედი ჰქონდა" - სააკაშვილი პროკურატურის ჩანაწერებზე
"ნამდვილი ტერაქტია, როგორც ბესლანში... აღებდნენ ოთახებს და კლავდნენ ყველას, ვისაც პოულობდნენ" -ქერჩის კოლეჯის დირექტორი (ვიდეო)
"თუ ტელევიზორს გამოვრთავთ, მივხვდებით რომ არც ისე ცუდად არის საქმე... " - ნიკუშა შენგელაიას მეუღლე
თბილისში, ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი ბავშვი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე - პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
დაწერე კომენტარი