მერიის კუთვნილმა 42-მა ავტომობილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

ტექდათვალიერება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მერიის კუთვნილმა 42-მა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა და მათ მერია აღარ გამოიყენებს. ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ახალი ავტომობილების საჭიროება იქნება, ისინი ჰიბრიდული და ელექტრომობილებით უნდა ჩანაცვლდეს.

„მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. შესაბამისად, თბილისის მერიამ ეს პროცესი დაიწყო. ჩემი დავალებით ყველა ავტომობილი შემოწმდა. ამ ეტაპისთვის, მერიის კუთვნილი 42 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

მინდა დაგავალოთ, ეს ავტომობილები ამოიღოთ მოხმარებიდან. თუ დამატებითი ავტომობილები გესაჭიროებათ, იზრუნეთ, რომ გვყავდეს ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები. მგონია, რომ ტექდათვალიერება, რომელიც მიმდინარეობს, ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი. თემაზე ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია ვებგვერდზე pti.ge. მოქმედებს ცხელი ხაზიც – 1484.

პოპულარული

Tv Formula: შაქარაშვილი უგონო მდგომარეობაში მყოფი, თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს
"კაწრო" მონაწილეობდა არა მკვლელობაში, არამედ ჩაფარცხვაში და ამას 3 წყარო ადასტურებს - ნიკა გვარამია
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
2 კვირის წინ ჩადენილი დანაშაული და მძიმედ დაჭრილი 23 წლის ბიჭი - დაკავებული "ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილია
"თუ წარმოვიდგენთ, რომ მაშინ რუსული ტანკები თბილისში შევიდოდნენ, პოლიტიკური სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც დღეს არის ივანიშვილის პორობებში" - ალექსანდრე დუგინი
"ნახალოვკელი დაჯგუფების" მსხვერპლები ალაპარაკდნენ - შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებმა ერთი წლის წინ, ორი ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაიმეტეს
ქურდული სიმბოლიკა ბოლო ზარის მაისურზე - "ესაა არასრულწლოვანი რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა"
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
"თავი 6 ადგილას გაუჩეხეს და დანა ურტყეს" – სანამ ქვეყანა ქვეყანა გიორგი შაქარაშვილს გლოვობდა, თბილისში 23 წლის ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტეს - კვალი "ქართულ ოცნებამდე" მიდის
დაწერე კომენტარი